logo
ENG



რუსული რაკეტები ჩამოვარდა ოდესის, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში

17 ნოე 202212:02
3 წუთის საკითხავი
 

გამთენიისას რუსული რაკეტები ჩამოვარდნა ოდესისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში.

ოდესის გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენო ამბობს, რომ ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აცხადებს, რომ დნიპროპეტროვსკში რაკეტები 2 ობიექტს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, არის ერთი დაშავებული.

უკრაინული მედიები წერდნენ, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. საჰაერო განგაში კი ჩართული იყო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გარდა.

მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ პირველი რაკეტები დილის 8 საათისკენ გაუშვეს.


close დახურვა