კრემლის ცინიკური გადაწყვეტილება - პუტინი თავის მოკავშირე დიქტატორულ რეჟიმებთან ერთად ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ტრიბუნალს ქმნის. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი დანაშაულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების ფონზე მოსკოვი თავად აპირებს სამხედრო ტრიბუნალის ჩამოყალიბებას, რომელიც სამიზნედ უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებს, მათ შორის ქართველებს ირჩევს.