შედგება თუ არა საქართველოში ღონისძიება, რომელსაც რუსული ორგანიზაცია გეგმავს. კონფერენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ წლების განმავლობაში ცენტრი სკოლკოვო აფინანსებს. სკოლკოვო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებითაა შექმნილი. აქტივისტები უკვე ემზადებიან, არ დაუშვან თბილისში კრემლისტური ორგანიზაციის ფორუმი. საზოგადოება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრილოვის ჩამოყვანის, რუსი პროპაგანდისტებისა და ლავროვის ოჯახის სტუმრობის გამოცდილება აქვს, მსგავს შემთხვევებზე მწვავედ რეაგირებს.
რუსული ფორუმი თბილისში
28 თებ 202420:16
3 წუთის საკითხავი