logo
ENG



რუსული ძალების მხრიდან ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

26 ნოე 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/26/2xjcoy11ja391h7.jpg

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, გუშინ რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

იანუშევიჩის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსებს, მტრის ჭურვები მოხვდა კერძო ობიექტებს, სავაჭრო დაწესებულებას და სკოლას.

"რაშისტებმა ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე 39-ჯერ გაისროლეს. რეგიონის მშვიდობიანი დასახლებები მტრის ცეცხლის ქვეშ იყო", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იანუშევიჩის თქმით, რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნადნეპრიანსკოეს, ნიკოლსკოეს, ზელენოვკას და მუზიკოვკას.


close დახურვა