უკრაინული გამოცემა УНІАН-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ინფორმაცია ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ, ტელეგრამით გაავრცელა.
„ეროვნული თავდაცვა, რომელიც სახიფათო რადიაქტიური ნარჩენების საწყობის შენობას იცავს, მათ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება ამ საწყობის ბირთვულ ნარჩენებს, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს“ - განაცხადა ჟურნალისტმა.
ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობენ.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.