logo
ENG



რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს

16 მაი 202518:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/16/54e2e0k2bfwmagj.jpg

დღეს თურქეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსული და უკრაინული მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ადასტურებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე არაერთი მნიშვნელოვანი თემა იყო განხილული, როგორიცაა, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ჰუმანიტარული საკითხები და ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა.

"დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს მასპინძელსა და პარტნიორებს გადაეცათ, იყო: პირველი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხილვა, მეორე - ჰუმანიტარული მიმართულება, გაცვლა და მესამე - [სახელმწიფო] ლიდერების დონეზე პოტენციური შეხვედრა. შედეგად, ჩვენ შევთანხმდით ათასი ათასზე გაცვლაზე. ჩვენ ვმუშაობთ გაცვლის სხვა მოდალობებზე", - თქვა უმეროვმა.


close დახურვა