logo
ENG



რუსულმა თვითმფრინავმა, 2019 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექ 202412:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/24/gtm60is12srkx36.jpg

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, 2019 წლის შემდეგ პირველად, იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია.

როგორც ცნობილია, იაპონიის გამანადგურებლებმა გამაფრთხილებელი რაკეტები პირველად გამოიყენეს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსულმა Ил-38 ტიპის საპატრულო თვითმფრინავმა რადიო შეტყობინებები დააიგნორა, გამაფრთხილებელი რაკეტების გასაშვებად ჰაერში F-15 და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების დაუზუსტებელი რაოდენობა აფრინდა.

კიჰარას თქმით, 2019 წელს რუსულმა Ту-95 ტიპის ბომბდამშენმა იაპონიის სივრცე სამხრეთ ოკინავაში და ტოკიოს სამხრეთით მდებარე იზუს კუნძულების გარშემო დაარღვია. მას შემდეგ, ეს რუსული თვითმფრინავის იაპონიის საჰაერო სივრცეში შესვლის პირველი შემთხვევა იყო.

"საჰაერო სივრცის დარღვევა ძალიან სამწუხარო ფაქტია და დღეს ჩვენ დიპლომატიური არხებით სერიოზული პროტესტი გამოვუცხადეთ რუსეთის მთავრობას და მოვუწოდეთ მათ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს", - განაცხადა კიჰარამ.

 

 

 

 

 


close დახურვა