მიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაქსიმ ბეზნისენკო აცხადებს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევში ონკოლოგიურ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს.
ბეზნისენკოს ინფორმაციით, ამ საავადმყოფოში კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მთელი მიკოლაევის რეგიონიდან უწევენ დახმარებას.
მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად საავადმყოფოს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგა.
„ახლახან ცეცხლი გაუხსნეს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. საავადმყოფო, რომელიც კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მთელ მიკოლაევის რეგიონში ეხმარება. თუ მტრის სიძულვილი აერთიანებს, მაშინ ჩვენ უკვე ყველაზე ერთიანი ერი ვართ მთელ მსოფლიოში. თუ რუსეთი კიბოს პაციენტებს საფრთხის შემცველ თანაბარ ოპონენტებად აღიქვამს, ეს უკვე აგონიაა“ - აცხადებს ბეზნისენკო.