უკრაინული გამოცემა UNIAN დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკაში აკრძალული თეთრი ფოსფორის ბომბი გამოიყენეს.
კირილენკომ ასევე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში, ვოლნოვახაში და რუბიჟნესა და სხვა ქალაქებში დაბომბვა ინტენსიურად მიმდინარეობს.
კირილენკო აცხადებს, რომ ეს განგაშის სიგნალია. „რადგან მათ [ფოსფორის ბომბი] გამოიყენეს ლუგანსკში და ახლა, სამწუხაროდ, მას სხვა ქალაქებშიც გამოიყენებენ დემარკაციის ხაზის მიმდებარედ“.
„და დიდ ქალაქებში, რეგიონის ცენტრთან კიდევ უფრო ახლოს რაკეტები და მძიმე არტილერიაც გამოიყენება... კრამატორსკი, პოკროვსკაია და ბახმუტის ქალაქები გამონაკლისი არაა“, - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.