logo
ENG



რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი დაბომბეს - არის მსხვერპლი

24 ივნ 202323:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/x9vfksslpfqsmjo.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, მიკოლა ლუკაშუკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"დღეს მტერმა ნიკოპოლის რეგიონი ოთხჯერ დაბომბა. დაზიანდა 6 კერძო საცხოვრებელი კორპუსი, 3 ობიექტი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. სროლის შედეგად 71 წლის კაცი დაიღუპა", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 223 910 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა