logo
ENG



რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში რამდენიმე დაწესებულებას, მათ შორის საბავშვო ბაღს ბომბი ესროლეს

25 თებ 202218:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/tpjvk2gvpl2raf8.png

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, დღეს რუსული ძალები სუმის ოლქის ქალაქ ახტირკას რამდენიმე დაწესებულებას, მათ შორის საბავშვო ბაღსაც დაესხნენ.

ჟივიცკის თქმით, ეს ქალაქზე მესამე შეტევაა. მძიმედ დაშავდნენ ბავშვები თუმცა დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობა უცნობია. 

„ახტირკაში ჭურვების ქარიშხალი იყო, ჭურვებმა მიაღწიეს დასახლებულ პუნქტებამდე, საბავშვო ბაღსა და ბომბისგან თავდაცვის თავშესაფრებამდე.

იქ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ვიცით, რომ არიან მძიმედ დაჭრილი ბავშვები.

ეს დღეს ახტირკაზე მესამე თავდასხმაა." - წერს ჟივიცკი.

ჟივიცკი ასევე აცხადებს რომ სუმის ოლქში ჩართულია განგაშის სიგნალი. ის მოსახლეობას თავდასხმისგან დაცული თავშესაფრებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარდაფები ღიაა.

ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც და აღნიშნა, რომ ეს ომის დანაშაული და რომის წესდების დარღვევაა. კულება აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ უკრაინა აუცილებლად მიმართავს ჰააგას და დააყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს.

„დღევანდელი რუსული თავდასხმა საბავშვო ბაღსა და ბავშვთა სახლზე ომის დანაშაულია და რომის წესდების დარღვევაა. გენერალურ პროკურორის ოფისთან ერთად, ჩვენ ვაგროვებთ ამ და სხვა ფაქტებს, რასაც დაუყოვნებლივ გავგზავნით ჰააგაში. რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება გარდაუვალია” - წერს უკრაინის საგარეო მინისტრი ტვიტერზე

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა