logo
ENG



რუსულმა ძალებმა ქალაქ მაკარივში პურის საწარმო დაბომბეს, გარდაცვლილია 13 ადამიანი

07 მარ 202219:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/ksq6viehi05u4wf.png
REUTERS

რუსულმა ძალებმა კიევთან ახლოს, ქალაქ მაკარივში პურის საწარმო დაბომბეს, გარდაცვლილია 13 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

"7 მარტს, ქალაქ მაკარივში ავიაიერიშის შედეგად, მაკაროვის პურის სახელმწიფო საწამოს (არ ფუნქციონირებდა) ჭურვი მოხვდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 5 ადამიანის ამოიყვანა, 13 ადამიანი კი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა 30-მდე ადამიანი", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა