რუსულმა ძალებმა ხარკივი დაბომბეს - დაშავდა სამი ადამიანი.
ხარკივის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, დაზიანებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი და შენობა.
"ცხრა ქუჩას ცეცხლი გაუხსნეს.დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე: 16 წლის ბიჭი და ორი კაცი. ახლა ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია", - ნათქვამია განცხადებაში.