logo
ENG



რუსულმა ჯარებმა მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით თითქმის 40 ათასი ადამიანი გადაასახლეს

03 მაი 202220:24
3 წუთის საკითხავი
 
რუსულმა ჯარებმა მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით თითქმის 40 ათასი ადამიანი გადაასახლეს

რუსულმა ჯარებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით თითქმის 40 ათასი ადამიანი გადაასახლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ გაავრცელა. 

მისი განცხადებით, გადასახლებული ადამიანების ვინაობა უკრაინულ მხარეს იდენტიფიცირებული აქვს. 

"ჩვენ უკვე გადავამოწმეთ იმ ადამიანების სიები, რომლებიც რუსებმა მარიუპოლიდან იძულებით გადაასახლეს რუსეთში ან ე.წ დონეცკის რესპუბლიკაში. თითქმის 40 ათასი ადამიანი. მათ ახლა ამ სიების დამალვა დაიწყეს. სამწუხაროდ, ახლა ყველაფრის შემოწმება არ შეგვიძლია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ". - თქვა ბოიჩენკომ

მისი განცხადებით, რუსი ჯარისკაცები ადგილობრივებს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთ ნაწილში ან ციმბირში ასახლებენ და მათ სხვადასხვა სამუშაოსთვის იყენებენ, აძლევენ გადასახლების ცნობას და დამამცირებელ შრომაში რთავენ. 


close დახურვა