ძნელია იმის მიხვედრა, რომ ქართული ოცნების გუნდით, ჩვენ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადავალთ? მთავარი ბრძოლა 26 ოქტომბერს გაიმართება, საპარლამენტო არჩევნების სახით. აქ გადაწყდება ამ ქვეყნის ბედიც და ტრაექტორიაც. ჩვენ ან ავირჩევთ ევროპას - კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ან ავირჩევთ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ექსკლუზიურად ივანიშვილისთვის, ოღონდ ჩვენი უფლებების და ქართული სახელმწიფოს დაკნინების ხარჯზე.
სწორედ ამიტომ, არის დღეს სახლში დარჩენა და პასიურობა დანაშაული. ყველას ვალია, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და შევუერთდეთ იმ დიდ მოძრაობას, რომლის ამოცანაც საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენაა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყნის ევროპული გამარჯვებების სერია გაგრძელდეს, უკვე ქართული სახელმწიფოსთვის - ქვეყნის მართვა რუს ოლიგარქს არ უნდა ჩავაბაროთ, არამედ პროევროპული პარტიების, ერთობლიობას, კოალიციას, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ამ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანენ.