ზუგდიდის სოფელ რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 65 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 9 თვის ბავშვია.
ის ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიან მშობლებთან ერთად 7 სექტემბერს გადმოვიდა და კარანტინში იყო მოთავსებული.
ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლმა, მალხაზ თორიამ მიაწოდა.
"რეგიონში ეპიდემიოლოგების მიერ გატესტილი იქნა 357 მოქალაქე, აქედან დადებითი არის რვა პირი. 7 უკავშირდება საბერიოს კლასტერს, ხოლო ერთი, ცხრა თვის ბავშვი, ასევე უკავშირდე ოკუპირებულ აფხაზეთს. ის მშობლებთან ერთად შვიდ სექტემბერს გადმოვიდა და მათთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 110 პირი იმყოფება კარანტინში, ხოლო 280 იმყოფება თვითიზოლაციაში. რუხის კლინიკაში 65 კოვიდინფიცირებული მკურნალობს". - თქვა მალხაზ თორიამ.