logo
ENG



რუხის კლინიკაში კოვიდით 35 წლის კაცი გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა

18 დეკ 202015:53
3 წუთის საკითხავი
 

რუხის კლინიკაში ფოთის მცხოვრები 35 წლის გიორგი მიმინოშვილი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი არასათანადო მკურნალობასა და ექიმების გულგრილობაზე საუბრობს.

გარდაცვლილის ოჯახი ფორმულასთან ყვება, რომ კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა კაცი თავდაპირველად კვარიათის კოვიდსასტუმროში 11 დეკემბერს გადაიყვანეს.

მათი თქმით, სასტუმროში პაციენტს არასათანადოდ მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს არცერთი თანმხლები დაავადება არ ჰქონია, მისი მდგომარეობა 3 დღეში საკმაოდ დამძიმდა, რის შემდეგაც, ის რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პაციენტი კლინიკაში 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ დღეს, 18 დეკემბერს გამთენიისას გარდაიცვალა.10-11  3 დღე და შემდეგ დღეს დილას გამთენიისას

გარდაცვლილის მეუღლე ფორმულასთან ყვება, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ყველა სამედიცინო პროცედურა უკიდურესად დაგვიანებული იყო. მისი თქმით, გიორგი მიმინოშვილს დროულად ვერ ჩაუტარეს ვერც PCR ტესტი და ვერც კომპიუტერული ტომოგრაფია (ე.წ. კატე). სწორედ არასათანადო, დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირებს ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას. 

 


close დახურვა