logo
ENG



რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა

23 აგვ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 

რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იგი ოკუპირებული აფხაზეთიდან ვირუსის დადასტურების შემდეგ გადმოიყვანეს და რუხის კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. 

"პაციენტთან იყო ქრონიკული დაავადებები, რაც იწვევდა მის სიმძიმეს. კოვიდინფიცირებული იყო და ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობდა. თავიდანვე, შემოსვლისთანავე მძიმე იყო მისი მდგომარეობა", - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის მმართველმა. 

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი გარდაიცვალა.

24 საათში 22 875 ტესტი ჩატარდა.


close დახურვა