logo
ENG



სააგენტო ვაშლიჯვარზე: საფრთხეა მხოლოდ სამშენებლო მოედანისთვის, სადაც სამუშაოები შეჩერდა

06 აგვ 202420:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/qcy4bds3388msvi.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტო ვაშლიჯვარში ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვაშლიჯვარში, სადაც მიწა გასკდა, გამსკდარი მიწის ადგილას 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.

სააგენტოს თანახმად, სპეციალისტების შეფასებით დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

"აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.

სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა