logo
ENG



სააკაშვილი: ამაზონის ტყეებისთვის ფულის გადარიცხვით, ბერას ქვეყნიდან ფული გააქვს

28 ნოე 201922:05
3 წუთის საკითხავი
 
i2ecguqds8j38qd.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ედუარდ შევარდნაძე ბოლო პერიოდში.

ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

„გერმანულ მოდელზე ოპოზიციის მხრიდან ამდენი საუბრის შემდეგ, რომელიც ხალხს შეიძლება არც ესმოდეს, ივანიშვილმა გაიგო და აუხსნა თუ რა არის და თბილისის ცენტრში ააშენა კედელი. მე არ მახსოვს საქართველოში რომელიმე ხელისუფალს გაეკეთებინა ეს, გარდა შევარდნაძისა. ასეთი რამეები ყოველთვის სრული კრახით მთავრდება. როგორც შევარდნაძე, ივანიშვილიც ახლა ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე ათასი პოლიციელის ნახევრად ერთგულებას, რომელსაც ყოველთვიურად უხდის პრემიას, სხვა არცერთი შრე ქართული საზოგადოებისა, არც ბიზნესი, არც სახელმწიფო აპარატის უმეტესობა, მისი დასაყრდენი აღარ არის. კაპიტალი გააქვს ქვეყნის გარეთ, ბერამ გადარიცხა ტყეებში თანხა და ემზადება მისი ფულის გასატანად. ეს არის დაქცევის წინა მდგომარეობის კლასიკური სიტუაცია“, - აცხადებს სააკაშვილი.

 


close დახურვა