logo
ENG



სააკაშვილი: ენმ-ის ოფისზე თავდასხმა ქართული ოცნების სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია

01 ივნ 202416:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/3iygkkjatywpijj.png
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე მომხდარი თავდასხმა ქართული ოცნების სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია.
 
"გუშინდელი თავდასხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე ქართული ოცნების სისუსტისა და აგონიის მანიშნებელია. დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
 
ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.
 
ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

close დახურვა