საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქუთაისში რამდენიმე საათის წინ „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას გამოეხმაურა.
სააკაშვილის თქმით, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდება და აგებს პასუხს, ვინც კანონს არღვევს, მათ შორის პოლიციელებიც.
„ახლა მოდის ინფორმაცია, რომ ივანიშვილის მონები თავს დაესხნენ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებითა და კვერცხებით. ეს ხალხი საჯდომის კულტის მსახურია. ეს ხალხი საჯდომსა და ცოცხებს ვერ გაცდა. ივანიშვილი ქვეყანას მიათრევს საჯდომში, თვითონ კარგადაა საჯდომში და მისი კულტი და საჯდომი. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო ადამიანებს, რომ უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის მსახურად.
ამ ხალხს კანონმა უნდა გასცეს პასუხი. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი. უნდა ამოვიღოთ ტელევიზორიდან ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი. ივანიშვილი მალე დასრულდება და მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს, რომ ყველანი მკაცრად აგებთ პასუხს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქუთაისში ოცნების მხარდამჭერები ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ და კვერცხები და ცოცხები დაუშინეს შენობას.