logo
ENG



სააკაშვილი: ივანიშვილი ზუსტი ასლია ასლან აბაშიძის და მცირე ნარევია შევარდნაძის

28 ნოე 201922:12
3 წუთის საკითხავი
 
d58b4vv76i9s351.jpg

"მაქვს თითქმის ყველასთან ურთიერობა, მაგრამ იმაზე დიდი ზიანი რაც მიაყენა ივანიშვილმა საქართველოს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებით, კორუფციის დაბრუნებით, ქვეყნის გაძარცვით და მილიონ-ნახევარი ადამიანის გაძევებით, ამაზე მეტი საჩუქარი პუტინისთვის არავის გაუკეთებია",- ასე აფასებს არსებულ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის გათვალისწინებით, რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვს მას განსხვავებულ პოლიტიკური ძალებთან და რა დგას ამ ურთიერთობის უკან, როგორც სააკაშვილი გადაცემაში სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" ამბობს, ყველამ ერთად ქვეყანა უნდა დავუბრუნოთ ხალხს. ახალი თაობაა კი საქართველოს ის მომავალია, რომელსაც უნდა გადაეცეს ქვეყნის მართვა. 

"ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს კი არ უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება, არამედ ქართველ ხალხს. ხალხი კი იპოვის საშუალებას ამ ჭრელი სპექტრიდან გადაარჩინოს, ვინც შეესაბამება მის მომავლის ხედვას.  ჩვენ, პირველ რიგში, გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს და მინდა აღვნიშნო რომ სანიკიძეც და გელბახიანიც აქ სწორედ ახალგაზრდებთან ერთად იყვნენ ჩამოსულები. ამ ახალგაზრდებმა წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. ხშირად ჩამოდიან ჩემთან ახალგაზრდების ჯგუფი და მათთან სულ მაქვს დიალოგი. სწორედ მათ უნდა მივცეთ გზა და არ უნდა მოვახდინოთ აპელირება წარსულზე. ახალგაზრდობაა ახლა ბრძოლის წინა ხაზზე. ამიტომ ახლა არაა დრო პრეტენზიების წაყენების 10 ან 20 წლის წინ რა ხდებოდა. ახლა მთავარია გზა გავუხსნათ მათ. ამიტომ  შეტევის დროა, რაც უნდა იყოს მშვიდობიანი. ივანიშვილი დგას ძალადობაზე და მას უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ფრონტი. ივანიშვილს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას არ დაედგომება ქართულ მიწაზე. ის ზუსტი ასლია აბაშიძის და ცოტა შევარდნაძის ნარევია. მიმაჩნია ის გამოცდილება, რაც არის შევარდნაძესთან და განსაკუთრებით აბაშიძესთან ბრძოლის, უნდა გავამდიდროთ და გამოვიყენოთ",-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

 


close დახურვა