logo
ENG



სააკაშვილი: იყო ასეთი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება

31 ოქტ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, აღიაროს დამარცხება. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი "ყველაფერს დაკარგავს". 

ფორმულას ეთერში ექსპრეზიდენტმა თქვა: 

"შენ პოლიტიკა არ გესმის. ახლა მომისმინე მე. ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ დაკარგავ ყველაფერს საერთოდ. ამიტომ არ გირჩევ იმის კეთებას, რასაც აკეთებ. მაგალითად, შეხედე, როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. უახლოეს წარსულში იყო ასეთი მმართველი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მშვიდობიანად დათმო ძალაუფლება, იმ წუთში გამოაცხადა თქვენი გამარჯვება და 1 თვე გეხმარებოდათ, რომ სტაჟირება გაგევლოთ მინისტრების პოსტებზე, პრემიერმინისტრის პოსტზე და ა.შ. ამიტომ არ აქვს აზრი იმას, რასაც აკეთებ. ეს დამთავრდება იმით, რომ საერთოდ ყველაფერს წააგებ, თავსაც წააგებ".

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის 18:00-საათიანი შედეგების მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია N5 - 28%; ევროპული საქართველო N2 - 5%; გირჩი N36 - 3%; ლელო N56 - 3%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 2%; პატრიოტთა ალიანსი N8 - 2%; ლეიბორისტული პარტია N10  - 1%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1%; სხვა პარტიები - 9%; უარი პასუხზე - 60%; Edison Research-ის ეგზიტპოლი 16:00 საათის მონაცემებს ასახავს.;

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ. 

მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა