logo
ENG



სააკაშვილი: ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც სამხედრო დაპყრობის მუქარა

14 ნოე 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც სამხედრო დაპყრობის მუქარა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და "პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარად" აფასებს.

ლავროვმა 13 ნოემბერს თქვა, რომ "ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან".

სააკაშვილის თქმით, ლავროვის განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობა "ხმამაღლა უნდა აფრთხილებდეს ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე და ითხოვდეს გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას".

"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში.

უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში - რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


close დახურვა