logo
ENG



სააკაშვილი: მე მაქვს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა

28 ნოე 201922:15
3 წუთის საკითხავი
 
m62rdfx2epf70eh.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მას ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა დღემდე აქვს.

ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

„მე ნამდვილად მაქვს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, ყველამ ვიცით რომ ასეა და თავს ნუ მოვიტყუებთ. მაგრამ ამის გარდა არის ძალიან ფართო ოპოზიციური სპექტრი. შედგა დიდი გაერთიანება და ეს არის დიდი მიღწევა ქართული საზოგადოების. ძალიან ჭრელია, მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანია. ამ ხალხმა ყველამ უნდა იპოვოს ადგილი მომავალ საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


close დახურვა