logo
ENG



სააკაშვილი: საქართველო არის გაბანძებული ქვეყანა, რომელიც ამოვარდნილია მსოფლიო რადარებიდან

28 ნოე 201922:18
3 წუთის საკითხავი
 
jqoigcra18me764.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია ვაკეთოთ ყველაფერი პირიქით, რაც ივანიშვილს უნდა.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ივანიშვილს ეშინია გამბედაობის და ერთად დგომის.

„ჩემთან იყვნენ ადრე რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები ჩამოსული, ჩვენ ძალიან ადვილად გამოვნახეთ საერთო ენა. მას ვისაც უყვარს სამშობლო, არ შეიძლება არ გვქონდეს გამაერთიანებელი ხაზები. რაც შეეხება ჩემით ვინმეს შეშინებას, სააკაშვილის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ივანიშვილის დროს 0 პროცენტით, ჩემ დროს ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ 12-ჯერ, ივანიშვილის დროს დოლარებში პრაქტიკულად შემცირდა. ჩემ დროს საქართველო იყო კორუფციასთან პირველი მებრძოლი და მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ახლა არის ჩვეულებრივი გაბანძებული ქვეყანა, რომელიც ამოვარდნილია მსოფლიო რადარებიდან. რითი აშინებს, პროგრესით და წინსვლით? 2012 წელს ვინც ხმა მისცა, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენსკენ არის შემობრუნებული, ამიტომ ის არ აპირებს არჩევნების ჩატარებას. მთავარი, რაც მას დაამარცხებს ისაა, რაზეც გუშინ ისაუბრა. მან თქვა, არ მესმის რა ხდება, ახალგაზრდებს ვიჭერთ, მაინც მოდიან, ვარბევთ, მაინც არ იხევენ, მას ეშინია გამბედაობის. ყველაფერი, რაზეც ის ამბობს არ უნდა, უნდა გაკეთდეს, არ უნდა ქუჩის აქციები, უნდა იყოს აქციები, უნდა ქვეყნიდან წავიდეს ხალხი, მეტი უნდა დაბრუნდეს, არ უნდა ნაციონალები, დიდი დოზით უნდა ჰყავდეს. უნდა მოვისმინოთ და გავაკეთოთ ყველაფერი პირიქით, თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. გამბედაობა, ერთად დგომა, შეტევა მთელ ფრონტზე ყველა მხრიდან ივანიშვილზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


close დახურვა