logo
ENG



სააკაშვილი: ტუსკისგან EPP-s ყრილობაზე მოწვევა მივიღე, სიტყვით გამოსვლას მთავაზობენ

06 მაი 202220:05
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ტუსკისგან EPP-s ყრილობაზე მოწვევა მივიღე, სიტყვით გამოსვლას მთავაზობენ

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ დონალდ ტუსკისგან პარტიის ყრილობაზე მიწვევა მიიღო. სააკაშვილი ფეისბუქზე ტუსკის წერილსაც აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნულია, ყრილობა 31 მაიისა და 1-ელ ივნისს ჩატარდება. 

"დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის", - წერს სააკაშვილი.


close დახურვა