logo
ENG



სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება საყოველთაო, ეროვნული შერიგება, საყოველთაო ამნისტია

12 მარ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება საყოველთაო, ეროვნული შერიგება, საყოველთაო ამნისტია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას "საყოველთაო შერიგებას", საყოველთაო ამნისტიას სთავაზობს თანამდებობრივ დანაშაულებებზე.

მთავარ არხთან ინტერვიუში მან განმარტა, რომ ამის შედეგად, უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული კოალიცია.

"მე მინდა გავუადვილო ამოცანა ბატონ [ირაკლი] ღარიბაშვილს, ჩვენ გვჭირდება საერთო ამნისტია, და ესეთია რის ძალიან ბევრი თანამდებობრივ და სხვა ტიპის დანაშაულებებზე. ჩვენ გვჭირდება საყოველთაო ეროვნული შერიგება.

ოპოზიციას ერთიანობასთან და სიმკვეთრესთან ერთად კონსტრუქციული პროგრამა სჭირდება და მე ვიცი, რომ ისინი ამაზე მუშაობენ. ჩვენ გვჭირდება გარდამავალი პერიოდი ეროვნული თანხმობის, მთავრობის, სადაც მრავალპარტიული კოალიცია უნდა იყოს.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავი უნდა დავიზღვიოთ შემდეგ წრეზე წასვლისგან. თავი იმით კი არ უნდა დაიცვან, 10 წელი და 11 წელი, ხანდაზმულობის ვადა, თავი უნდა დაიცვან იმით, რომ წამოვიდნენ საყოველთაო შერიგებაზე, საყოველთაო ამნისტიაზე, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი ნამდვილად, არა იმიტომ, რომ ხელს გაუწვდი და მოგაჭამენ ან მოგატეხავენ იმ ხელს.

მართლა შევთანხმდეთ, მართლა წავიდეთ წინ, მართლა მოვახდინოთ გარდამავალი პერიოდი, როცა მთავრობები იცვლებიან წყნარად, არჩევნებით, როცა არცერთი მთავრობა არ იწყებს წინას დევნას და ციხეში დამწყვდევას. რა თქმა უნდა, დანაშაულებები არ უნდა დავუშვათ, მაგრამ უნდა იყოს მყარი ხაზები", - აცხადებს სააკაშვილი.

მანვე დააზუსტა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, მან უნდა დააბრუნოს "რაც არ ეკუთვნის", მაგრამ პიროვნულად არავის უნდა შეეხონ, თუ მოხდა საყოველთაო შეთანხმება. 


close დახურვა