logo
ENG



სააკაშვილი: ​დღეს დილიდან უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ გლუკოზის აბებზეც

06 ნოე 202114:57
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ კუჭთან დაკავშირებულ ბოლო ქირურგიული ჩარევას 5 წლის წინ ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს არ ყოფილა ის პროცედურა, რასაც ავრცელებდნენ სხვადასხვა მედია საშუალებები. ექსპრეზიდენტის თქმით, მას საკვების მიღება ჩვეულებრივად შეუძლია. 

სააკაშვილი ამბობს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციითა და შიმშილობის პროტოკოლის გათვალისწინებით იღებდა წვენს. თუმცა, მიუხედავად კონსილიუმის წევრების მხრიდან დაჟინებული შეთავაზებისა, არცერთ ეტაპზე მას საკვები არ მიუღია. 

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს დილიდან მან საბოლოოდ, ყველანაირი სპეკულაციის გამოსარიცხად, უარი თქვა არა მხოლოდ წვენის, არამედ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების, მათ შორის მინერალის და გლუკოზის აბების მიღებაზეც, რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა. 

 
 

close დახურვა