მთავარი არხის ეთერში გიგა ბოკერია საუბრობდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი განცხადება მთელ ოპოზიციურ სპექტრს აზიანებს და ამომრჩეველში ნიჰილიზმს იწვევს. ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა.
„მე არ ვარ მომხრე განცხადებების - ივანიშვილი ციხეში. ჩვენ არ გვყავს არც პროკურატურა და არც სასამართლო, რომელიც მოგვცემდა განცდას, რომ პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივი დევნისას არის მოუკერძოებელი.“ - განაცხადა მთავარი არხის ეთერში გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას ამ განცხადებებს ჯერ წერილობით, შემდეგ კი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.
„დღეს წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, ნიშნავს, რომ ვეუბნებით - მოიპარეთ, რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი და შეგრჩებათ ხახვივით" - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს.
საკუთარი აზრი დღეს ამ დაპირისპირებაზე თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამოთქვა.