logo
ENG



სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე: სამხედროების ამნისტია მოხდა, 280 სამხედროს შეეხო

29 ნოე 202116:04
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანდრო გირგვლიანის საქმეზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ეს სახელი მას "პიარისთვის დაარქვეს". 

საქმე ეხება შსს-ის 4 თანამშრომელს, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ უფროსს, დავით ახალაიასთვის წინასწარ უკანონო დაპირების შესაბამისად, მსჯავრდებულებს საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა. 

სააკაშვილი ამბობს, რომ ამნისტია სხვა სამხედროებსაც შეეხო. 

"ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას — პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ისე დაარქვეს, პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის ომის შემდეგ. მოხდა ამნისტია სამხედროების — 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ, ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და მოსამართლემ, ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი უდო-თი და აქედან ერთი მე ახლა მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?" — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს განაჩენი 2018 წელს გამოუტანეს და 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 


close დახურვა