logo
ENG



სააკაშვილი ზურაბიშვილზე: ესაა პირდაპირი გამოხატულება იმისა, რაც უნდა ივანიშვილს და რუსეთს

11 დეკ 201914:16
3 წუთის საკითხავი
 
7wmx8e9hq6ng7o5.jpg

"გაყალბებული არჩევნების შედეგად, ივანიშვილის მიერ მოხვეულმა თოჯინამ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადება",-ასე გამოეხმაურა საქართველსო მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ზურაბიშვილის პოზიციას აქვს პოლიტიკური სარჩული და არასწორია მისი გამართლება. 

"ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი ზურაბიშვილის მხარდამჭერებო, რომ ამ ადამიანმა ენა არ იცის. ესაა პირდაპირი გამოხატულება იმისა, რაც უნდა ივანიშვილს და რუსეთს. ესაა გამოხატულება და შურისძიება რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ჯარის მიმართ. იმ ჯარზე, რომელმაც ჩამოაგდო მათი 13 თუ 14 საფრფენი აპარატი, ესაა შურისძიება იმ ჯარზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაჭრა რუსეთის არმიის მეთაური, ესაა შურისძიება იმ ხალხზე, ვინც ხელი აღმართა იმ მტერზე, რომელიც ყველგან წინააღმდეგობის გარეშეა შეჩვეული შესვლას და ესაა შეურაცხყოფა იმ ჯარზე, რომელიც უკრაინაში იცავს ჩვენს ქვეყანასაც და უკრაინასაც. ერთი სიტყვით ესაა შეურაცხყოფა უამრავი სამხედროსი, ტატუნაშვილის, შიდნისის გმირების",-აღნიშნა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვას სამხედრო ჯავშან-ტექნიკა გააჩნია და ამ ნაწილშიც ზურაბიშვილის განცხადებები არასწორია. სააკაშვილი დარმწუნებულია, რომ მსგავს სკანდალურ პოზიციას აქვს თავის ახსნა და ესაა ქართული ჯარის დადანაშაულება საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომში. 

"ამის გარდა ესაა შეგნებული პოლიტიკს გამოხატულება. რას ნიშნავს არ გვაქს იარაღი, როცა ვაწარმოებდით ერთ-ერთ საუკეთესო იარაღს დელტაში თავის კატეგორიაში. საუკეთესო ჯავშან-ტრანსპორტიორს "დიდგორს" და პირველედ მსოფლიოში უხმო ყუმბარმსტყორცნს. ამას გარდა, მე პრეზიდენტობის დროს მოვაწერე ხელშეკრულება ობამასთან, რომლის მეხედვითაც აშშ აწვდის საქართველოს დახვეწილ იარაღს. მაგრამ ეს ის ზურაბიშვილია, რომელმაც წულუკიანი ჰააგაში აფრინა ერთადაერთი თხოვნით, რომ დააჩქარონ ქართული სამხედროების გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საერთაშორისო სასამართლომ ყალბი საბუთების საფუძველზე. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვარაუდობენ, ესაა ერთადერთი რაც გადაარჩენს არჩევნებში თუ ქართველი ოფიცრები დადანაშულდებიან ომის დაწყებაში. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ყოველი დღე მათი ყოფნის ხელისუფლებაში არის დამაზიანებელი. და ბოლოს, დღეს ავღანაეთში დაიჭრნენ ჩვენი ჯარისკაცები. საქართველოში აუცილებლად გათენდება",-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს იარაღი და არ გააჩნია პერსპექტივა.


close დახურვა