logo
ENG



სააკაშვილი ფეიგინსა და არესტოვიჩს: წამებით მკლავენ, შვილებს ჩემთან აღარ უშვებენ

30 დეკ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი ფეიგინსა და არესტოვიჩს: წამებით მკლავენ, შვილებს ჩემთან აღარ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილმა აქტივისტ მარკ ფეიგინსა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს მორიგი წერილი გაუგზავნა. აღნიშნულ წერილში, რომელიც ფეიგინმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სააკაშვილი წერს, რომ მას აწამებენ, ზელენსკის მიმართვის შემდეგ კი აუკრძალეს მოწევა და მასთან შვილებს აღარ უშვებენ.

"დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობასა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში. ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ, ამიკრძალეს მოწევა და ჩემი შვილების შემოშვება შეწყვიტე. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდან და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა", - წერს სააკაშვილი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.


close დახურვა