logo
ENG



სააკაშვილი ჭანკოტაძეზე: ჩვენი გენერალი იქნება ჩვენი სიის ერთერთი ლიდერი

24 სექ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 
pwykcl8rhskr4kt.jpg

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გენერალი დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატად მოაზრებოდა, ნაციონალური მოძრაობის სიის "ერთერთი ლიდერი" იქნება.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომელშიც ძალა ერთობაშიას მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის "ძალიან ძლიერი გუნდი", სადაც გარდა პოლიტიკოსებისა, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები გაერთიანდნენ.

"აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია, აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის ნიშანი, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი - სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ზოგადად, შემოქმედებით პროფესიებში. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი. თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთერთი მთავარი ლიდერი. ის, რომ დევი ჩვენთანაა, ეს ნიშანია, რომ გამარჯვებისკენ მივდივართ და აუცილებლად გვექნება გამარჯვება", - განაცხადა სააკაშვილმა.

23 სექტემბერს გაერთიანებამ ძალა ერთობაშია მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დევი ჭანკოტაძე აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მისი საარჩევნო ბილბორდებიც იყო გამოფენილი. მის ნაცვლად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინეს.

თავად დევი ჭანკოტაძეს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.


close დახურვა