logo
ENG



სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო პროცესს ვერ დაესწრო, სხდომა გადაიდო

26 ივლ 202317:15
3 წუთის საკითხავი
 

7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 სექტემბრისთვის გადაიდო. 

პროცესის გადადების მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ჩაერთო.

"დღეს,მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (გაუარესებული სისხლის ანალიზების), მას უტარდება გადასხმები სედაციის ფონზე. იმედია, უახლოეს დღეებში გაუმჯობესდება პარამეტრები,ზოგადი მდგომარეობა და შეძლებს ჩართვას მომავალ პროცესზე. მას ამის დიდი სურვილი და საბრძოლო განწყობა აქვს"- წერს ჯაფარიძე.

 

close დახურვა