logo
ENG



სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22 აპრ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ცეცხლის გაჩენით დაკავებულ ბაჩო ქათამაძეს ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ. დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა