"პაციენტის მხრიდან სიმულაცია გამორიცხულია", - უთხრა მოსამართლეს კლინიკურმა ფსიქოლოგმა. ჩვენება სასამართლოს დღეს ჯამში ემპათიის დასკვნის სამმა ავტორმა მისცა. ექიმებმა ჩამოთვალეს ის დიაგნოზები, რომელიც სააკაშვილს აქვს და რომელიც მათივე თქმით, პატიმრობასთან შეუთავსებელია. დაუდგენელი დემენციისა და კახექსიის გარდა, სპეციალისტებმა ახსენეს მხედველობის დაკარგვის რისკიც. მოსამართლემ ვივა მედის წარმომადგენელსაც მოუსმინა, მესამე პრეზიდენტის ექთანმა გამორიცხა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაციენტი სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიულია. პროკურორების მოულოდნელი შესვლის ეპიზოდი გამონაკლისი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და ღამით გონების დაკარგვის გამო მესამე პრეზიდენტი პროცესს ვერც დღეს დაეწყო.