ვივამედის ექიმმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია. ნევროლოგმა ჩვენებაში თქვა ისიც, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა 4 ოქტომბრიდან, მოსამართლისა და პროკურორების მისვლის შემდეგ.
საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა და დასკვნაში ნახსენები მძიმე მეტალებით მოწამვლა დაუდასტურა გამოკითხვაში მოსამართლეს ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა. დევიდ სმიტი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი მარტშია მოწამლული, არსებობს სიკვდილის რისკი. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისთვის სმიტის შეფასებები დამაჯერებელი არაა. სხდომა ხვალ სააკაშვილის პირადი ექიმის გამოკითხვით გაგრძელდება.