logo
ENG



სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს სუს-ის შენობასთან გაიმართა

11 ნოე 202120:11
3 წუთის საკითხავი
clock 558

დღეს ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვაჟა-ფშაველაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაიმართა. მანამდე აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ: "მიშა! მიშა!". აქციის მონაწილეების მისამართით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ისროლეს, რა დროსაც 2 ადამიანი დაშავდა. 


close დახურვა