გლობალური პროტესტის ინიციატორი მარკ ფეიგინია - რუსი ბლოგერი, რომლის მოწოდებასაც მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი. ჰააგა, ლონდონი, ბარსელონა, მიუნხენი, ბერლინი, სტოკჰოლმი, რომი, რიგა, სოფია, ათენი, კიევი, კიშინიოვი, ერევანი. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უკვე გაიმართა აქციები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.