მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. "ვაკეთებთ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის... დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი" - თქვა აქციაზე მელიამ. მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა ქუთაისშიც. ადგილობრივები სიმბოლურად იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის სახლი ფუნქციონირებდა.