საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთაში ხელშეწყობისთვის ბრალდებული 4-ვე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ მოსამართლემ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს.