მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს.
მათი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთანავე.
შიმშილობა გამოაცხადეს:
- აკაკი მინაშვილმა;
- დავით კირკიტაძემ;
- ლევან ბეჟაშვილიმა;
- თემურ ჯანაშიამ;
- ბაჩუკი ქარდავამ;
- ნიკა მაჭუტაძემ;
- აბდულა ისმაილოვმა,
- სულხან სიბაშვილმა;
- გიორგი გოდაბრელიძემ;
- გიორგი ბარამიძემ.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა.
ექსპრეზიდენტს, თავის მხრივ, შიმშილობის 45-ე დღე აქვს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.