logo
ENG



სააკაშვილის საქმე - ჩანაწერების უცნობი დეტალები

21 იან 202220:04
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სრული ვიდეომასალის შესწავლა დაიწყეს. ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა, მაგრამ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ესწრება კადრების დათვალიერება, რაც პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადასტურებს.

გამოიკვეთა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომლის სიტყვები და ქმედება იუსტიციის სამინისტრომ მასალიდან ამოიღო და დამახინჯებული კონტექსტით მიაწოდა. ეს არის პენიტენციური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირი გიორგი გიორგაძე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსული ადვოკატებ ჰყვებიან, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა - ხელისუფლების ორგანიზებული იყო გლდანის ციხეში სააკაშვილის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა - ეგრეთ წოდებული "შუმოკი".


close დახურვა