სააკაშვილის სიკვდილს ახლა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი ელოდება - ამ კატასტროფული სცენარის რეალობად ქცევის შემთხვევაში ოლიგარქის გათვლა ასეთია - მოკვდება კაცი/მოკვდება პრობლემა - იქნება ხალხმრავალი დაკრძალვა, პროტესტი - ამასაც გავუძლებ, გადავაგორებ და მშვიდად გავაგრძელებ ჭაობის მართვას. იდეებისგან დაცლილმა, მატყუარა, გადამგდებმა, ძალადობის წამხალისებელმა, 20 ივნისის და 5 ივლისის შემოქმედმა, ელიტარულ კორუფციაში ჩაფლულმა, ეკლესიის დამცველის იმიჯს ამოფარებულმა გაბატონებულმა ძალამ ადამიანის სახე კარგახანია დაკარგა - პოლიტიკური რევანშის ჟინმა ყველაფერზე ხელი მოაწერინა. უკვე 38 დღეა ოლიგარქის ხელქვეითები ცდილობენ სააკაშვილის პოლიტიკური აქტი უგემოვნო იუმორით დააკნინონ. უფრო მეტი კი ნახეთ - დროებაში.
სააკაშვილის შიმშილობის 38-ე დღე - დროება
07 ნოე 202120:08
3 წუთის საკითხავი