თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმის განხილვა 20 მაისამდე გადადო. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.
ადვოკატების თქმით, ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს.
ოჯახი კი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის უფლება მისცეს. ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმი დღეს 18:00 საათზე იწურება.
უარის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
მანამდე სააკაშვილის მხარდამჭერების და ენმ-ის წევრების აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც გაიმართა.
შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება გონივრულად უნდა მოიქცეს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.