logo
ENG



სააკაშვილმა დღეიდან უვადო შიმშილობა გამოაცხადა

21 თებ 202215:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. 

სააკაშვილმა ეს მის სასამართლო პროცესზე თქვა.

"თქვენ ვერ მიიღებთ, რომ ისე წყნარად ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. თუ საჭირო გახდა, თქვენ ნახავთ, როგორ კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები.

მე ვაცხადებ დღეიდან სრულ უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს", - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა განმეორებითი შიმშილმა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

"ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რა არის მბიციები თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება", - თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველად დაკავების შემდეგ დაიწყო და 50 დღის შემდეგ, 18 ნოემბერს დაასრულა.


close დახურვა