logo
ENG



სააკაშვილს 2 უცხოელი სპეციალისტი მოინახულებს

26 აგვ 202219:54
3 წუთის საკითხავი
 

სასჯელის გადავადების მისაღწევად მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს გარკვეული პროგრესი აქვს. ადვოკატებმა და ოჯახმა ორი უცხოელი სპეცილიასტისთვის ნებართვას მიაღწიეს. შვეიცარიელი და ამერიკელი ექსპერტები მომავალი კვირის დასაწყისში მესამე პრეზიდენტს შეხვდებიან. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისა და სასამართლო ფსიქიატრის დასკვნაზეა დამოკიდებული მოსამართლის წინაშე სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენება. ორივე უცხოელ სპეციალისტს პატიმრებტან მუშაობის გამოცდილება აქვს.  

 


close დახურვა