logo
ENG



სააკაშვილს ე.წ პაემნების რაოდენობა შეუზღუდეს

14 თებ 202219:55
3 წუთის საკითხავი
 

მკაცრდება თუ არა ციხეში მიხეილ სააკაშვილისთვის რეჟიმი? სააკაშვილთან ახლობლები დღეს არ შეუშვეს. მესამე პრეზიდენტის მონახულებას ოჯახის წევრები თვეში მხოლოდ ერთხელ შეძლებენ. თავად პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მომხდარს უკრაინაში დაწყებულ გამოძიებას და მის დაზარალებულად ცნობას უკავშირებს. პენიტენციურმა სამსახურმა კი დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა და ირწმუნება, რომ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა.


close დახურვა